ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში.

მუზეუმის გახსნის ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ათწლეულების შემდეგ ახდა გალაკტიონის ოცნება და საქართველოს აქვს საუკეთესო წიგნის მუზეუმი.

„ეს ადგილი მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ წიგნის მოყვარულებისთვის, არამედ ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. მუზეუმში დაცული იქნება 19 000-ზე მეტი უნიკალური გამოცემა. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთისა და იტალიის საელჩოებს წიგნის მუზეუმის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მუზეუმში დაცული ძვირფასი წიგნების გამოფენა ოთხ ნაწილადაა გაყოფილი: 1. საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი - მაგალითად, ქართულ-იტალიური ლექსიკონი 1629 წლის, ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ. 2. „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი - აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3. ილიას დარბაზი - ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4. ბროსეს საცავი - ულტრათანამედროვე საცავი აღჭურვილია შესაბამისი კლიმატკონტროლის აპარატურით.

ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული კვანძის - ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო