სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენა - „მოგზაურობებიდან“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

გამოფენის გახსნა 24 ნოემბერს, 18:00 საათზეა დაგეგმილი, რომელსაც დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ლიტვისა და საქართველოს კულტურის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი ხელოვანები.

25 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე გამოფენა ღია იქნება ნებისმიერი მსურველისთვის 10:00- 18:00 საათებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოების სერიები ლუცკუსის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანში და ბაშკირეთში 1981 წელს და ალტაის მხარეში 1985 წელს, ასევე მისი მოგზაურობების დროს გადაღებული ფოტო-პორტრეტები, რომელიც ემატება მის სერიას „პორტრეტები ახლოდან“, რომელიც 1968-1986 წლებში შეიქმნა.

ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს ფოტო-კოლექციას საქართველოს სერიიდან, რომელიც ჯერ არსად გამოფენილა და სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა