თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - პატრიარქმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, რეალობა შეაფასა სწორად და შესაბამისად იმოქმედა

მოსაყდრის დასახელება საკმაოდ პიზიტიური და მისასალმებელია - პატრიარქმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, მან რეალობა შეაფასა სწორად და შესაბამისად იმოქმედა, - ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მოსაყდრედ დასახელებული მიტროპოლიტის, შიო მუჯირის მიმართ რუსეთში მიღებულ განათლებაზე არსებობს კითხვები, თუმცა, „ეს არის ბუნებრივი მოცემულობა, ქართული სინამდვილისთვის დამახასიათებელია და აპრიორი, რომ რუსეთში განათლება გაქვს მიღებული, არ გამოდგება არგუმენტად, როგორც ემისარი, მოვიხსენოთ მეუფე შიოს პიროვნება“.

„ციანიდის გახმაურებული სკანდალის შემდეგ საკმაოდ მძიმე დარტყმები მიადგა ეკლესიას. უშუალოდ პატრიარქის პიროვნებას ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად გარკვეული სახის მორალური უხერხულობა შეექმნა და აქედან გამომდინარე, მან გადაწყვიტა, რომ ის არამართლზომიერი მოცემულობა, რომელიც არსებობს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, ის გამოწვევები, ქარტეხილები და წინააღმდეგობები უფრო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, შემართებით იყოს დაძლეული.

მეუფე შიოს პიროვნებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არის კომპრომისული ვარიანტი, გამომდინარე იქიდან, რომ ის საკმაოდ დაბალანსებული ადამიანია. მას აქვს ჯანსაღი ხედვებიც, გამოცდილებაც - საინტერესოა მისი რეპუტაცია, დოსიე და ბიოგრაფია, სადაც მხოლოდ ზნეობრივი სიმწიფე და სიჯანსაღე იკითხება“, - განაცხადა გიორგი ტიგინაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია