„ქარვასლაში“ დღეს გამოფენა „ხელოვნება და მშვიდობა - თანამედროვე ჩინური ხელოვნება“ გაიმართება

ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი („ქარვასლა“) დღეს გამოფენას „ხელოვნება და მშვიდობა - თანამედროვე ჩინური ხელოვნება“ უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ხელოვანთა ასოციაციაში გაერთიანებული ცნობილი ჩინელი მხატვრების მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები. მხატვრების მთავარი თემაა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, ჰუმანიზმი და ჩინეთის ჰარმონიული კულტურის გავრცელება ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში. 29 ნამუშევარი აერთიანებს ჩინურ მხატვრობას, ფერწერულ ტილოებს, ქანდაკებას, ბეჭდურ მასალას, აკვარელს, სინთეტიკურ მატერიას და სხვა.

ექსპოზიცია, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), 24 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

ჩინეთის ხელოვანთა ასოციაცია 2009 წელს, სახელწოდებით ,,ჩინური ხელოვნების მოგზაურობა მსოფლიოში“ შეიქმნა. გამოფენამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის რომში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნული გამოფენა, იმართება, როგორც პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეს საპასუხო გამოფენა და ასევე, ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე, 102 ქვეყანას შორის საქართველო მიწვეული გახლდათ საპატიო სტუმრის სტატუსით და დათმობილი ჰქონდა ცალკე დარბაზი, სადაც განთავსებული იყო 15 ქართველი თანამედროვე მხატვრის 31 ნამუშევარი.

გამოფენის მიზანია, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთის ხელოვნების პოპულარიზაციას და ჩინეთის ცივილიზაციის გავრცელებას მსოფლიოში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის