გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს.

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის მიზნით უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში ამ წუთებში იწყება.

„არასამთავრობოების ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განსახილველად. პროცედურა ასეთია - ფრაქციებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ კანდიდატურები, დეპუტატთა გარკვეული რაოდენობის ჯგუფსაც... ეს ყველაფერი წინ არის. ჩვენ პირველად ვიწყებთ ამ თემაზე მსჯელობას. შესაძლოა და სავარაუდოა, რომ სხვა კანდიდატებიც იქნებიან წარმოდგენილნი. დღეს დავიწყებთ მსჯელობას და უახლოეს ხანებში, ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძისა და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პირადად მისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება, თუმცა ეს საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის