სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი დღეს, ბათუმში განცხადებას გააკეთებს

სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე განცხადებას გააკეთებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანიის იურისტმა კახა წერეთელმა განუცხადა, სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრებს.

”27 ნოემბერს, გლოვის დღეს, სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელი ეროლ ავგორენი განცხადებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, რაც 24 ნოემბერს მოხდა - მიუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდა ამისა, გააჟღერებს საკუთარ წინადადებებს, თუ როგორ ხედავს კომპანია ამ ოჯახებთან ურთიერთობას”, - აღნიშნა წერეთელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღეა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 22 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს