ირაკლი აბესაძე - ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირ ”ქართული ოცნების” პოლიტიკური წარმომადგენელი იქნება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ევა გოცირიძის კანდიდატურა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

„გუშინდელმა საკომიტეტო მოსმენებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალბატონი ევა საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირ ”ქართული ოცნების” პოლიტიკური წარმომადგენელი იქნება. ის დარჩება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრად და ეს რა თქმა უნდა, მას ხელს შეუშლის იყოს ობიექტური მსაჯული. მისი წარსული საქმიანობა, მისი შეტევა თავისუფალ მედიაზე, მისი მოსაზრებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ, ძალიან ნათელი და მყარი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი მოსამართლე.

როგორც ჩანს, ”ქართული ოცნება” დაამტკიცებს მოსამართლედ ქალბატონ გოცირიძეს, რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის განულების“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია