ნიკოლოზ გაბაონის წიგნის "აივნიანი ქალაქის" პრეზენტაცია გაიმართება

ჩაის სახლში ”ალტჰაუსი” (ოპერასთან), 30 ნოემბერს, ნიკოლოზ გაბაონის წიგნის, "აივნიანი ქალაქის" წარდგენა გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”პალიტრა L"-დან აცნობეს, ნიკოლოზ გაბაონი საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვალერიან გაბაშვილის ფსევდონიმია.

”აივნიანი ქალაქი" მის მიერ დაწერილი რომანია. მიიჩნევა, რომ პროზაში ისევე დაუდგა XIX საუკუნის თბილისს ძეგლი, როგორც იოსებ გრიშაშვილმა - პოეზიაში”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

წიგნს წარადგენენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა გაბაშვილი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე მაკა ჯოხაძე და რეჟისორი ბუბა ხოტივარი.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა