თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლიდან აცნობეს, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან.

„თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა. მიუხედავად იმისა, რომ თითოული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან. ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია