გიორგი გახარია - მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი მცირე რაოდენობამ გამოთქვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

„ეს არის სერიოზული პრობლემა. როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არსებობდეს დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა ძებნაში მყოფი პირის დაკავება მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა