სამების ახალგაზრდულ ცენტრში ონლაინ-სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმების გამკაცრების შესახებ იმსჯელეს

სამების ახალგაზრდულ ცენტრში „ონლაინ-სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის არსებულ მექანიზმების შესახებ“ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ასევე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საზოგადოება მძიმე ტრაგედიის მოწმე გახდა და არ დარჩენილა საზოგადოებაში ფენა, რომელსაც გულთან ახლოს არ მიეტანა ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ფაქტი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ რაღაცის შეცვლა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისას, ყველაზე გავლენიანი ფაქტორი არის სატელევიზიო სივრცე და ინტერნეტ სივრცე. ჩვენ დავინტერესდით, რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, დავინტერესდით, რა მოდელები არსებობს სხვა ქვეყნებში, კერძოდ, იმ ქვეყნებში, რომელთა მაგალითებიც ჩვენ ყოველთვის მოგვყავს და ვფიქრობთ, რომ იქ ადამიანთა უფლებებზე ზრუნავენ. შესაძლებელია ჩვენს სივრცეშიც საკანონმდებლო დონეზეც კიდევ უფრო მეტად დარეგულირდეს ძალადობის, უხამსობის შეზღუდვა. ამით ჩვენ ნეგატიური მოდელების ნაცვლად ახალგაზრდობას მივაწოდებთ გაცილებით უფრო მეტად ზნეობაზე, მორალზე ორიენტირებულ მასალას“, - განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მედიის მიერ შესაძლებელია, რომ ისე გაშუქდეს მსგავსი ფაქტები, რომ არ იყოს დეტალები გამძაფრებულად გადმოცემული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია