გიგო გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დღეს, გიგო გაბაშვილის ნამუშევრების საიუბილეო-რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მისი ფოტონამუშევრების ელექტრონული ვერსიები და ხელნაწერები. ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ მხატვრის სამუშაო ოთახის რეკონსტრუქციას მისი ავეჯითა და პირადი ნივთებით. ექსპონატთა ნაწილი პირველად იქნება გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე.

მათივე ინფორმაციით, გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე. დიდი შემოქმედებითი დიაპაზონის მხატვრის ფერწერა თემატური მრავალფეროვნებით ხასიათდება: ბატალური ჟანრი, პორტრეტი, პორტრეტი-ტიპი, ქალაქის სცენები, პეიზაჟი და ნატურმორტი. მნიშვნელოვანია გიგო გაბაშვილის მიერ გრაფიკის ტექნიკით შესრულებული სურათების სერიები. ეს სურათები ფანტაზიებითა და ალეგორიებით, რელიგიურ-მითოლოგიური თემატიკით, ცოტაც ეროტიკული ზმანებებითაა გამსჭვალული, რითაც მხატვრის ისედაც მრავალფეროვანი შემოქმედება სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება.

მხატვრის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი, მისი ანდერძის თანახმად, მუზეუმს გადაეცა. გარკვეული ნაწილი კი საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.

გამოფენა 14 მარტამდე გაგრძელდება.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით