სემეკი წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს

სემეკი დღევანდელ საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების კომპანიების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) იმსჯელებს წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე. ამავე სხდომაზე კომისია განიხილავს „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო გეგმებს.

ამასთან, გაგრძელდება მსჯელობა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების კომისიასთან შეთანხმების შესახებ.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს