პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, დღეს პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ თბილისის მერი კახი კალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია.

ამასთან, ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკისა და ახალგაზრდების ბოლო სტატისტიკური მონაცემების შესახებ მოხსენებას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე გააკეთებს.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე ახალი ახალგაზრდული პროექტის „მე-ოჯახი-სახელმწიფოს“ პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრას უნივერსიტეტების და ახალგაზრდული ორგანიზაციების სტუდენტი-ახალგაზრდები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და გაიმართება დიალოგი მოწვეულ სტუმრებთან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო