თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში,12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს;

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV დაV მიკრორაიონების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წალკის, დეკაბრისტების, ბოლნისის, ვეზიროვის, გრიშაშვილის, ლორთქიფანიძის ნადიკვარის, საბანაძის, ბექა ოპიზარის, თელეთის, ქუმსიაშვილის, იაკობ ცურტაველის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და იმედაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო