ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი დღეს გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სამსახურის ახალი ოფისის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 2016 წლის დეკემბრიდან უწყებას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე ხელმძღვანელობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განახლებული ოფისი აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნიკით, რაც ეფექტურს ხდის სახელმწიფო უწყების ფუნქციონირებას.

ცერემონიის ფარგლებში გაიხსნება ფოტოხელოვან შაჰ აივაზოვის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. გამოფენა მიეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. ფოტოხელოვანმა საკუთარი უნიკალური ფოტო-კოლექცია საჩუქრად გადასცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 2004 წლის დეკემბრიდან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, 2014 წლის 23 იანვრიდან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა.

სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა