„ქორთიარდ მარიოტში“ იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელისა და ვებპორტალის წარდგენა გაიმართება

სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, დღეს იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელისა და ვებპორტალის წარდგენა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ UNDP-დან აცნობეს, ღონისძიებას იურიდიული დახმარების სამსახურის, იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების, სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების მენეჯერი პიტერ დენისი მიმართავენ.

„იურიდიული დახმარების ქსელი და ვებპორტალი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა