რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ფიროსმანისა და სპორტის ქუჩების გადაკვეთაზე "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილი თავდაპირველად "მერსედესს" შეეჯახა, შემდეგ კი ხეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები მიიღეს "ბე-ემ-ვე"-ში მსხდომმა სამმა მამაკაცმა, ასევე მსუბუქად დაშავდა "მერსედესის" მძღოლი ქალბატონი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს