თსსუ-ში დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ პრემიერა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პირველი ქართული სამედიცინო ტელევიზიის „პულსის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „საბედისწერო 13“ პრემიერა გაიმართა. დოკუმენტურ ფილმში ასახული იყო აფხაზეთის ომში მონაწილე ექიმების თვალით დანახული მოვლენები და წარმოდგენილი იყო ისტორიები, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის აქამდე უცნობი იყო.

უნივერსიტეტის აუდიტორიაში ფილმის ჩვენებას, უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორები, სტუდენტები და დოკუმენტური ფილმის გმირები ესწრებოდნენ. ასევე პრემიერას დაესწრნენ ომის დროს, სამედიცინო უნივერსიტეტის გარდაცვლილ სტუდენტთა მშობლებიც. ფილმის ჩვენება, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებთა პატივის მისაგებად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, დოკუმენტურ ფილმს დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და მის ავტორებს, მადლობა გადაუხადა. როგორც თსსუ-ს რექტორმა აღნიშნა, დოკუმეტურ ფილმშიც კარგად იკვეთება, თუ რა როლი აქვს ექიმს და რამდენი რამის გაკეთება შეუძლია, უიარაღო სამედიცინო სამსახურს ბრძოლის წინა ხაზზე.

„ძალიან დიდი საქმე გააკეთა ტელეკომპანია „პულსმა“. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი როლი გამოაჩინა ექიმებისა და სამედიცინო სამსახურის, მას ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს მომავლისთვის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.

მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმს ქართული საზოგადოება მიიღებს ისე, როგორც მისაღებია. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ამ თემის ჩვენება. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა ზურაბ ვადაჭკორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა