აფგან მუხთარლის დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მესაზღვრეების დაკითხვას მოითხოვს

აზერბაიჯანში, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება.

მუხთარლის ადვოკატის, ნიმათ კარიმლის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას იმ მესაზღვრეების დაკითხვის თაობაზე, რომლებიც ამბობენ, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

”აფგან მუხთარლის საქმე გაგრძელდება. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. დღეს პროკურატურას მოუწევს იმ მტკიცებულებებზე საუბარი, რომლის მიხედვითაც აფგან მუხთარლი ბრალდებულია. მიმაჩნია, რომ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. მუხთარლი იძიებდა მმართველი ძალის ოჯახების კორუფციულ საქმეებს და აქვეყნებდა მათ. ის თვლის, რომ დაკავების მიზეზი სწორედ ეს არის. ჩვენ დავაყენებთ შუამდგლომლობას და იმ 8 სამხედრო მოსამსახურის დაკითხვას მოვითხოვთ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ისინი მესაზღვრეები არიან და ამბობენ, რომ მუხთარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თავისთავად, ეს პოლიტიკური პროცესია”, - განაცხადა კარიმლიმ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო