იური ლუცენკო - მიხეილ სააკაშვილს არა კურჩენკოს ფულით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ვადანაშაულებთ

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს არა კურჩენკოს ფულით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ტელეარხ ZIK-ის ეთერში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ეჭვმიტანილად არ მივიჩნევთ. ჩვენ მისი ნდობით აღჭურვილ პირს, სევერიონ დანგაძეს გადატრიალების მცდელობაში და ამ მცდელობის დაფინანსებაში ვადანაშაულებთ. თვითონ სააკაშვილის მიმართ ბრალდება მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობას ეხება“, - განმარტა ლუცენკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის წევრებმა იმიტომ დააკავეს, რომ გამოძიებას სწორედ ისინი ატარებენ.

„გამოძიებას ამ საქმეზე უკრაინის უშიშროების სამსახური ატარებს. ამიტომ მათმა გამომძიებლებმა მისი დაკავება გადაწყვიტეს. ფაქტობრივად, მან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა და ავტომობილიდან გაიქცა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ადგილას იმალებოდა და ძებნაში გამოცხადების შემდეგ ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს“, - დასძინა ლუცენკომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა