თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს – „სარფის“ თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა