უკრაინელი პოლიტოლოგი - სააკაშვილი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს

სააკაშვილი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს, ანუ ფულს იღებს ნებისმიერისაგან. როგორც უკრაინელი ოლიგარქებისაგან, რომლებსაც რთული ურთიერთობა აქვთ პოროშენკოსთან, ისე სხვებისაგან. სულაც არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილმა ფული კურჩენკოსაგანაც მიიღო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ ფესენკომ განაცხადა.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილის ოლიგარქ კურჩენკოსთან კავშირი რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ, ეფ-ეს-ბეს ეშმაკური თამაშია.

”ბევრი თვლის, რომ სააკაშვილის ოლიგარქ კურჩენკოსთან კავშირი რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ ეფ-ეს-ბეს ეშმაკური თამაშია და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ჩემი აზრით, რუსულმა სპეცსამსახურებმა პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის ურთიერთოებების დაძაბვის პროვოცირება მოახდინეს. ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ კურჩენკო დაკავშირებულია რუსულ სპეცსამსახურებთან. სწორედ რუსული სპეცსამსახურების შემოგდებული თემაა სააკაშვილის მიერ ფულის მოსკოვიდან მიღება. შემდეგ მოხდა ამ სკანდალის საჯარო სივრცეში მოხვედრა და მასზე მსჯელობის დაწყება. საქმე ისაა, რომ ეს სკანდალი პოროშენკოსა და სააკაშვილის წინააღმდეგ ერთნაირად მუშაობს. სხვათა მსგავსად, არც მე არ ვიცი, მართლა მიიღო სააკაშვილმა ფული კურჩენკოსაგან თუ არა. არ გამოვრიცხავ, რომ ფული მართლაც გადაირიცხა სააკაშვილისთვის გადასაცემად. სააკაშვილი კი ახლა ისევე მოქმედებს, როგორც ლენინი 1917 წელს, ანუ ფულს იღებს ნებისმიერისაგან. როგორც უკრაინელი ოლიგარქებისაგან, რომლებსაც რთული ურთიერთობა აქვთ პოროშენკოსთან, ისე სხვებისაგან. სულაც არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილმა ფული კურჩენკოსაგანაც მიიღო. რადას დეპუტატებმა სააკაშვილს მიმართეს მოთხოვნით, ეთქვა მას თუ საიდან იღებს იგი დაფინანსებას. დეპუტატების მოთხოვნაზე სააკაშვილი არ რეაგირებს და ამ თემაზე არც კომენტარებს აკეთებს. შესაძლოა, მას მის დაკავებასთან და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ამბების გამო არ ჰქონდა დრო ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ ახლა, როცა ის თავისუფალია, იმედია ამ თემაზე საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ამ საქმეზე დაკავებული დანგაძე აშკარად არაერთმნიშვნელოვანი პიროვნებაა და საკმაოდ ბევრ ეჭვებს იწვევს.

”სააკაშვილის გარემოცვა მას მანამდეც ადანაშაულებდა იმაში, რომ სწორედ იგი ვაჭრობდა მისივე მოძრაობაში თანამდებობებით”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს