ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

დღეს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომლის მთავარი თემები „ბრექსიტი“, მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის საკითხები იქნება. ამის შესახებ ევროსაბჭოს საიტზეა ნათქვამი.

„ბოლო თვეებში ჩვენი ერთიანობა წარმოუდგენელი იყო და მე მსურს ყველა თქვენგანს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მყარად ვდგავართ ერთად, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, როდესაც ეს საჭიროა. ამ კვირაში ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია. ამის საუკეთესო მაგალითი ევროპული თავდაცვის სფეროში ახალი თანამშრომლობის - PESCO-ს პროგრამის დაწყება იქნება“, - განაცხადა ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო