რუსთავის შესასვლელში "ფორდის" მარკის ავტომობილი ამობრუნდა

რუსთავის შესასვლელში გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, "ფორდის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებულები კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მანქანაში მსხდომ სამივე პირს სხეულის მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს