მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. მას სოფიო გოგლიჩიძე დაიცავს.

ადვოკატი დღევანდელ პროცესზე პირველად გამოცხადდა. გოგლიჩიძე სააკაშვილის დაცვის მხარის რანგში გირგვლიანის საქმეზე იქნება წარმოდგენილი. ადვოკატმა საქმის მასალებისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 1 თვე მოითხოვა.

თავის მხრივ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ დაცვის მხარეს გონივრულ ვადად ერთი კვირა უნდა განსაზღვროდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის განცხადება და მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩანიშნა, სადაც სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინოს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ, აღნიშნულ საქმეზე ადვოკატები აიცილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა