აფხაზეთის დე ფაქტო შსს ადასტურებს, რომ მანქანაში ჩაცხრილული პირი ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალ მანქანაში ჩაცხრილული პირი 1951 წელს დაბადებული, ე.წ. თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ არძინბაა.

2017 წელს პაველ არძინბაზე ყოფილი „პრეზიდენტის“, ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობის მცდელობისა და „დაცვის სახელმწიფო სამსახურის“ ორი ოფიცრის მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამავე წლის სექტემბერში ის ე.წ. გენერალურ პროკურატურას ჩაბარდა. არძინბა დაკითხეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ მანქანაში ჩაცხრილილი მეორე პირის ვინაობაც დაასახელა. ის 1975 წელს დაბადებული დიმიტრი ხაგბაა, რომელიც, სავარაუდოდ, არძინბას მძღოლად მუშაობდა.

სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალ მანქანაში ორი პირი გუშინ ჩაცხრილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა