საია-ს კვლევის თანახმად, 2012 წლიდან საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ 382 სარჩელია შეტანილი

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის - ”საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ” პრეტენზაცია გამართა.

კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.

როგორც საია-ში აცხადებენ, სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების მიერ მოწოდებული იმ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: კვლევის პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სულ შეტანილი იყო 382 სარჩელი (სამინისტროები - 321, თვითმართველი ქალაქები - 61), რომელთაგან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა (სამინისტრო - 319, თვითმმართველი ქალაქი - 49), ხოლო 14 სარჩელი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა (სამინისტრო - 2, თვითმმარველი ქალაქები - 12).

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში.

საია-ს ინფორმაციით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან სასამართლომ სრულად და ნაწილობრივი დააკმაყოფილა 83 საარჩელი, არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 19 საქმე.

სასამართლო გადაწყვეწტილების საფუძველზე 5 სამინისტროს, კერძოდ: შს სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა, აქედან ქუთაისის მერიას - 8, თბილისის მერიას - 6, თბილისის საკრებულოს - 5, ფოთის მერიას - 5, რუსთავის მერიას - 1.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269 ლარი, სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური სულ 373 038 ლარის ოდენობით, თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისთვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

”კვლევის საფუძველზე საია წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს: საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, საჯარო დაწესებულებებმა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების თანახმად უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის დავალებისას საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ. საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისგან თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისთვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხა”, - აცხადებენ საია-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა