სახაზინო ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებას შევეცდები

მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე ყოფილ პრეზიდენტთან კომუნიკაციის დამყარებას ეცდება. ამის შესახებ გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს სანდრო გირგვლიანის საქმეზე დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმე მას გუშინ დაეწერა და შესაბამისად, ვერ მოახერხა რაიმე სახის კომუნიკაციის დამყარება ვერც მისი დაცვის ქვეშ მყოფთან და ვერ სააკაშვილის ყოფილ ადვოკატებთან.

"შევეცდები მაქსიმალურად, რომ მოხდეს კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან. დავუკავშირდები ოჯახის წევრებს. ვისთანაც მექნება შესაძლებლობა, მაქსიმუმს გავაკეთებ", - განაცხადა გოგლიჩიძემ.

მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ საქმის მასალების გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადა მიეცა, ვინაიდან ის ერთ თვეს ითხოვდა, მოსამართლემ კი შემდეგი პროცესი ერთ კვირაში ჩანიშნა.

"საქმესთან ჯერ შეხება არ მაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ერთ კვირიან ვადაში ჩავეტიო, რათა სრულყოფილად განვახორციელო დაცვა, არ ვიცი. თუ ვერ ჩავეტევი ამ ვადაში, ისევ მოვითხოვ სხდომის გადადებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. სოფიო გოგლიჩიძე პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა