„ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერებს დღეს ორ ლოკაციაზე, ავლაბრის მეტროსთან და ბუკიას ბაღთან აგროვებენ.

ავლაბრის მეტროსთან დღეს იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მისი განცხადებით, ხელმოწერების შეგროვების კამპანია ფართომასშტაბიანი იქნება და მოიცავს ყველა ქალაქს და ყველა რაიონულ ცენტრს.

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაანონსა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები შეგროვდება თბილისის ყველა მეტროსთან, ყველა პატარა ქალაქში, რაიონულ ცენტრში, ყველა ოჯახში მივალთ და ადამიანები მოაწერენ ხელს. ჩვენი მთავარი მოკავშირე იქნება ქართველი ხალხი და ჩვენი თანამოქალაქეები, რომელსაც კარგად ესმის, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებას ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ესმოდეთ. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდის, ამ ადამიანების მობილიზაცია მოხდება და მათი ხელმოწერები შეგროვდება”, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე ინფორმაციით, ხელმოწერები გროვდება პარტიის ვებ-გვერდზე UNM.GE.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო