გია ვოლსკი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ოპონენტების მხრიდან კრიტიკის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სამართლებრივი თვალსაზრისით რაიმე ნაკლი არ მოიძებნება, ამიტომ ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს.

„არის რამოდენიმე საკითხი, რომელიც მეტ პოზიტივს შესძენს კონსტიტუციას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მოლაპარაკებები ვენეციის კომისიასთან და საზოგადოებასაც ფართოდ გავაცანით ეს საკითხები...

სამართლებრვი თვალსაზრისით რაიმე ნაკლი პრაქტიკულად, არ მოიძებნება. მე ვერ ვხედავ ოპონენტების მხრიდან კონსტიტუციის ამ რედაქციის კრიტიკის ვერანაირ საფუძველს“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა