პროკურორი - სააკაშვილის ახალი ადვოკატი უნდა გაეცნოს 22 ჩვენებას და 2 საათიან სიუჟეტებს, რისთვისაც ერთ კვირიანი ვადა საკმარისია

ადვოკატი უნდა გაეცნოს დაახლოებით 22 ჩვენებას და 2 საათიან ვიდეოსიუჟეტებს, - ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

პროკურორმა განმარტა, თუ რატომ მოითხოვა სახელმწიფო ბრალდებამ, საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატისთვის მხოლოდ ერთ კვირიანი ვადის განსაზღვრა, რათა ის საქმის მასალებს გაეცნოს.

"სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ეყრდნობა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ადვოკატი უნდა გაეცნოს დაახლოებით 22 ჩვენებას და 2 საათიან ვიდეოსიუჟეტებს. ამისთვის მის მიერ 30 დღიანი ვადის მოთხოვნა იყო ძალიან ზედმეტი, ვინაიდან სასამართლო განხილვები მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით და შესაბამისად, ბრალდების მხარეს ერთ კვირიანი ვადა განესაზღვრა დასკვნითი სიტყვის წარმოსათქმელად. ვინაიდან ბრალდების მხარე ჩაეტია ერთ კვირიან ვადაში, ასევე უნდა ჩაეტიოს დაცვის მხარე", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, ახალი ადვოკატიც ვალდებული იქნება ბრალდებულის ინტერესები გაატაროს და მის მიერ არჩეული ტაქტიკით იმოქმედოს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ტაქტიკა საქმის განხილვის გაჭიანურებაა.

"დაცვის მხარის ტაქტიკის მონაწილე შესაძლოა, პირდაპირ არაა ახალი ადვოკატი, მაგრამ ის დაიცავს დასაცავის ინტერესებს და გაიზიარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტაქტიკას. ბრალდებულის ტაქტიკაა, პროცესების გაჭიანურება", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. სოფიო გოგლიჩიძე პროცესზე დღეს პირველად გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და გუშინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა