საია - საჯარო მოხელეების გათავისუფლების თაობაზე 153 შემთხვევაში სასამართლო დავა დასრულებულია, 161 შემთხვევაში დავა გრძელდება

საჯარო მოხელეების სამინისტროებიდან ან თვითმმართველი ქალაქებიდან გათავისუფლების თაობაზე 153 შემთხვევაში სასამართლო დავა დასრულებულია, ხოლო 161 შემთხვევაში დავა გრძელდება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი, არ დააკმაყოფილა 61, წარმოება შეწყდა 40 საქმეზე, საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო განუხილველი დარჩა 4 საქმე.

ის პირები, ვინც სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა, ყველაზე მეტჯერ დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის გათავისუფლდნენ. კერძოდ, გასაჩივრების საფუძვლები ასეთია: დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება - 108, რეორგანიზაცია - 97, ატესტაციის შედეგები - 15, პირადი განცხადება - 14, დროებითი მოვალეობის შემსრულებლის ვადის გასვლა - 8, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი - 2, გამოსაცდელი ვადის გასვლა - 1.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის ”საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარმოებული სასამართლო დავები სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქის წინააღმდეგ” პრეტენზაცია გამართა.

კვლევა მოიცავს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლი ნოემბერის ჩათვლით პერიოდს და ეფუძნება სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი) მიღებულ საჯარო ინფორმაციას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს