შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელის მიერ არაადამიანურად მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქურდობის მცდელობისთვის ბრალდებული პირების, ლევან კუპატაძის და დავით სარალიძის განცხადებების საფუძველზე, რომლებიც პოლიციას არაადამიანურ მოპყრობასა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ, მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თავად სამინისტროში განუცხადეს.

”შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ აღნიშნულ პირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო ფაქტის შესწავლა”, - აცხადებენ უწყებაში.

კუპატაძე და სარალიძე პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული პირები ქურდობის მცდელობისთვის არიან ბრალდებულები და გირაოს სანაცვლად იმყოფებიან თავისუფლებაში. მათი შემდეგი სასამართლო პროცესი ჩანიშნულია 11 იანვარს. როგორც ბრალდებული აცხადებენ, ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც.

„შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამოიტრიალეს, ბორკილები დამადეს“, - განაცხადა დავით სარალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა