მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც მოხდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას ბუკიას ბაღში აწარმოებს.

როგორც უდუმაშვილმა განმარტა, ”ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია ელექტრონული აპლიკაცია, რომლის შევსებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

ამასთან, მან მოუწოდა მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, რათა ერთად გააგონონ საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობა არ შეეგუება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას.

”დღეიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იწყებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას. ხელმოწერების მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოსთან და სამართალთან, ისევე როგორც არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან ქართულ სასამართლოს. უკვე მეექვსე წელია ამ პროცესების მთავარი მიზანია, ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პირადი ანგარიშსწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ამ პროცესებს ჩვენ შევყავართ ჩიხში, ეს ანგრევს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კითხვაზე, ვის წარუდგენენ შემდეგ ხელმოწერებს, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ხელმოწერები გროვდება იმისთვის, რომ გამოხატული იყოს საქართველოს მოსახლეობის ნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა