სომხეთის უშიშროების სამსახური ქვეყანაში ტერაქტების აღკვეთის შესახებ იუწყება

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ქვეყანაში მომზადების სტადიაზე მყოფი რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერაქტები აღკვეთა. ამის შესახებ უწყების საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ აშშ-ს მოქალაქე რ.კ.-მ 2017 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაარეგისტრირა ყალბი პროფილი, რომლიდანაც დაჯგუფება „სამართლიანობის სახელით მებრძოლების“, მისი ტაქტიკის, დისციპლინის, უსაფრთხოებისა და კონსპირაციის ზომების შესახებ მასალებს ავრცელებდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ აღნიშნული პირი კონსულტაციებისა და მითითებების გაცემის გზით სომხეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდა.

„აშშ-ს მოქალაქე რ.კ. ძებნაშია გამოცხადებული. საქმეზე არსებული მასალები გადაცემულია აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებისთვის“, - აღნიშნულია სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა