„ნაცმოძრაობის წევრი“- აჭარაში რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2017 წლებში ჩატარდა, თუმცა გათბობის სისტემა არ არის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცეცხლაურის #2 საბაზო სკოლაში, ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ კვირიკეს #1 საჯარო სკოლაში, ოჩხამურის საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნულ საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014-2017 წლებში ჩატარდა, თუმცა გათბობის სისტემა არ არის.

ოპოზიციის წარმომადგენელი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს წარმოგიდგენთ. ცეცხლაურის #2 საბაზო სკოლაში, ცეცხლაურის #1 საჯარო სკოლაში, სოფელ კვირიკეს #1 საჯარო სკოლასა, ოჩხამურის საჯარო სკოლაში სავალალო მდგომარეობაა. ამ სკოლებში გათბობა არსად არ არის მოწესრიგებული. სოფელ კვირიკის საჯარო სკოლაში, სადაც სწავლა 2017 წელს განახლდა, საქვაბე არ არის. სკოლებში სწავლა სიცოცხლისთვის საშიშია. სპორტული დარბაზები საშინელ მდგომარეობაშია",- აცხადებს ასმათ დიასამიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა