ირაკლი ჩხვირკიას მომდევნო სასამართლო პროცესებზე ადვოკატები აღარ დაიცავენ

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მომდევნო სასამართლო პროცესებზე ადვოკატები აღარ დაიცავენ. ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების აცილების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა.

ირაკლი ჩხვირკიას განცხადებით, პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი ადვოკატების ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩხვირკიას მოთხოვნა დააკმაყოფილა.

"ადვოკატების კვალიფიკაციაზე პრეტენზია არ მაქვს და არ მინდა, რომ მათ კარიერაში წაგებული საქმე იყოს",- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პროკურორებმა რამაზ შავაძემ. "თუკი ადვოკატები ჩამოცილდებიან, ბრალდების მხარე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს",- აცხადებს პროკურორი რამაზ შავაძე.

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაიკითხებიან. მომდევნო სასამართლო პროცესებზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა