კომპანია „ტყუპების საღვინე სახლმა“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი ბუნებრივად ნატურალური ღვინო „ქვევრისა და კასრისა“ ჩამოასხა

ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ საქართველოში ქვევრის ღვინის წარმოების ლიდერი კომპანიაა. ძმები წელს ღვინის წარმოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ტყუპების ღვინო „ქვევრის მზე“ ყოველდღიურად ცნობადი და პოპულარული ხდება მომხმარებლებს შორის.

მეღვინე გია გამტკიცულაშვილის განმარტებით, მათ 20 წლის წინ ღვინის წარმოება მამა-პაპისგან ნასწავლი მეთოდით დაიწყეს.

”ჩვენ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და ახლაც აქ ვცხოვრობთ. ქვევრში ღვინის დამზადება მამამ გვასწავლა, მას - თავისმა წინაპრებმა. 1997 წელს გადავწყვიტეთ ჩვენ მიერ ქვევრში დამზადებული ღვინისთვის კომერციული დატვირთვა მიგვეცა. ბოთლში ჩამოვასხით, ეტიკეტი გავუკეთეთ და საქართველოს შიდა ბაზარზე გაყიდვა დავიწყეთ. ღვინომ მომხმარებელში თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა,” - იხსენებს გია გამტკიცულაშვილი.

ტყუპებმა 1985 წელს დაამთავრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. სპეციალობით ინჟინერ-მშენებლები არიან. თუმცა როდესაც ღვინის გაყიდვები დაიწყეს, მიხვდნენ, რომ ღვინოს რაღაც აკლდა და ეს იყო პროფესიონალური ცოდნა ღვინის სფეროში. ამიტომ სწავლა გააგრძელეს და 2005 წელს დაამთავრეს თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით აგროინჟინერტექნოლოგი, დეგუსტატორი-საქონელმცოდნე. ამჟამად სწავლას აგრძელებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები არიან. მათი სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს ქვევრის შემადგენელი ნედლეულის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების განსაზღვრა და ქვევრის გავლენა ღვინოზე.

„ტყუპების საღვინე სახლში” ღვინოს მხოლოდ ქვევრებში აყენებენ. ნაფარეულში მარნის ტერიტორიაზე განთავსებულია 135 ქვევრი, ჯამში 400 ტონის ტევადობით.

”ჩვენი ქვევრები უნიკალურია. ისინი 1979-1982 წლებში დამზადდა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. ამერიკელი ბიზნესმენების შეკვეთით სპეციალურად აშენდა ქვევრის გამოსაწვავი ქურები. თუმცა იმ დროს მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების გამო ამ ქვევრებში ღვინის ჩასხმა ვერ მოხერხდა. 2004 წელს შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს უხმარი ქვევრები და გადმოვიტანეთ ჩვენს მარანში. ქვევრები გამოირჩევა დამზადების მაღალი ტექნოლოგიით, ქვევრის კედლების სისქე და ფორიანობა სტანდარტულია, სრულად გამომწვარი, ქვევრის კონფიგურაცია ოპტიმალურად სწორია და დამზადებულია იმ დროისათვის ჯერ კიდევ შემორჩენილი მაღალი პროფესიული ცოდნის მქონე ოსტატების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ქვევრს აწერია ოსტატის გვარი და სახელი და დამზადების წელი,” - განმარტავს გელა გამტკიცულაშვილი.

”სწორედ ეს ქვევრები, ჩვენი ყოველდღიური შრომა ქვევრებთან, ოჯახური ტრადიციები, მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონაში შერჩევით მოკრეფილი მაღალხარისხიანი ყურძენი, მეცნიერული კვლევები ქვევრსა და ღვინოზე გვაძლევს საშუალებას დავამზადოთ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო და ქვევრის ღვინის წარმოებაში ლიდერები ვიყოთ,” - დაამატა მან.

როგორც „ტყუპების საღვინე სახლში”განმარტავენ ღვინოს ქვევრიდან ამოღების შემდეგ სხვა დამხმარე საშუალებებით არ ამუშავებენ. ის განიცდის თვითდაწმენდას და ბუნებრივად ნატურალურია. ღვინო არის ბუნებრივად კამკამა, მასში იგრძნობა ჰარმონიულობა და სინაზე, რაც დამახასიათებელია ნაფარეულის მიკროზონისთვის. ღვინო სასიამოვნო დასალევია. მეორე დილით არ იწვევს ცუდ ბახუსს, თავის ტკივილს, გულძმარვას და ა.შ.

კომპანიაში 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. უკვე ჩამოასხეს ღვინო „ქვევრისა და კასრისა“ 1000 ბოთლი საფერავი და 1000 ბოთლი რქაწითელი. ეს არის 2015 წლის მოსავალი. ორივე ღვინომ ქვევრში დურდოზე ექვსთვიანი დაყოვნების შემდგომ კასრებში ერთწლიანი დავარგება განიცადა.

”შემოდგომაზე დავლუქეთ 20 სახელობითი ქვევრი. თითოეულ ქვევრში თითო ვენახის რქაწითელის და მწვანე ჯიშის ყურძენია ჩაწურული. ღვინომასალის დაყოვნება ხდება დურდოსთან ერთად. ქვევრები გაიხსნება მარტში და თითოეული ქვევრიდან ცალ-ცალკე ინდივიდუალური სახელწოდებით ჩამოისხმება ბუნებრივად ნატურალური თვითდაწმენდილი 1000-1000 ბოთლი თავანკარა ღვინო, რომელიც არ იქნება დამხმარე მასალებით დამუშავებული. 20 ქვევრიდან 4 ქვევრი განსაკუთრებულია. მასში ჩვენს ვენახში ბიოსტანდარტებით მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი დაიწურა,” -ამბობს გელა გამტკიცულაშვილი.

ტყუპების ღვინო იყიდება მათ ბრენდირებულ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლსა“ და „ქარვასლაში“, ბერძენიშვილის 6 ნომერში. ღვინო, ასევე, გაყიდვაშია სხვა სავაჭრო ქსელებში. პროდუქტი წარმატებით იყიდება მსოფლიო ბაზარზე. ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, ლიტვა, გერმანია, ბრიტანეთი.

ნანა მღებრიშვილი

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა