მარიამ ჯაში და აკაკი ზოიძე პორტუგალიის პარლამენტის წევრის მიერ შექმნილ გლობალურ საპარლამენტო ინიციატივას - UNITE უერთდებიან

აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში უერთდებიან პორტუგალიის პარლამენტის წევრის - რიკარდო ბატისტა ლეიტეს მიერ შექმნილ გლობალურ საპარლამენტო ინიციატივას - UNITE.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, UNITE არის გაერო-ს შიდსის პროგრამის, UNAIDS-ის მხარდაჭერით შექმნილი მაღალი დონის პოლიტიკური პლატფორმა შიდსის, ვირუსული ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკურ ლიდერთა გასაერთიანებლად.

მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ საქართველოში შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე 33 წელს ითვლის. კერძოდ, მას შემდეგ რაც 1984 წელს შიდსის ცენტრი შეიქმნა.

„2002 და 2007 წელს გაერო-ს ხელშეწყობით, საქართველომ მოიპოვა ორი ისტორიული პროგრამა გლობალური ფონდიდან, რამაც ძვირად ღირებული მკურნალობა ყველა პაციენტისთვის გახადა ხელმისაწვდომი. 2003 წელს გლობალური ფონდიდან ასეთივე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა ტუბერკულოზის ეროვნულმა პროგრამამ. 2014 წელს კი Gilead-თან თანამშრომლობით C ჰეპატიტის მკურნალობის უპრეცედენტო პროგრამა შემუშავდა, რამაც საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად აქცია სამივე დაავადების მართვის სფეროში. სიამოვნებით ვუერთდებით რიკარდო ბატისტა ლეიტეს UNITE ინიციატივაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, გავიზიაროთ პორტუგალიის წარმატებული მაგალითი ნარკოპოლიტიკის საკითხებში და მეორე მხრივ, გავაერთიანოთ ძალები სხვა ქვეყნის პარლამენტარებთან ერთად შიდსის, ვირუსული ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ საბოლოოდ დაამარცხოს შიდსისა და C ჰეპატიტის ეპიდემიები, აუცილებელია დამატებითი პოლიტიკური და პროგრამული ზომების მიღება, განსაკუთრებით დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის კუთხით.

„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პორტუგალიის გამოცდილება, რომელმაც 16 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით ყველაზე ეფექტური პროგრამის მოდელი შექმნა. პორტუგალია არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია და ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალური სფეროდან ჯანდაცვის სექტორში გადაყვანა რეალურად იძლევა შედეგს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების შემცირების საქმეში. ჩვენ დღეს ვუერთდებით UNITE ინიციატივას, რომ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთოთ გლობალურ საპარლამენტო დიალოგში. საქართველოს თავის მხრივ ბევრი აქვს სათქმელი სამივე დაავადებასთან ბრძოლის საქმეში და ამ გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებთ სხვა ქვეყნის ლიდერებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა