“თელასმა” და ფონდმა „ლაზარე“ საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს

სს “თელასის” ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარე“ საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით - ,,წიგნები სკოლებს“ განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივება და ინტერესის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო სკოლებს საჩუქრად მხატვრული და სასწავლო ლიტერატურა გადაეცა. სკოლების ბიბლიოთეკის ფონდები 1000-ზე მეტი წიგნით შეივსო.

აღნიშნული პროექტი არ არის პირველი, რომელსაც „თელასი“ და ფონდი „ლაზარე“ ერთობლივად ახორციელებენ. 2010 წლიდან კომპანია „თელასი“ განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის სასწავლო სახელოსნოების მოწყობისა და აღჭურვის პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას. ასევე, 2015 წელს სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების პროექტი განახორციელდა.

„ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ახალგაზრდა თაობის განათლების დონის და სულიერების ამაღლება“, - განაცხადა სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა