გუკა რჩეულიშვილი - ველოდები ინვესტორისგან ხელშეკრულებას, რომ ხელი მოვაწერო

ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ინვესტორისგან ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა.

როგორც მან დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ერთი თვეა "ცენტრ პოინტი" ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს. რჩეულიშვილის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა მ2-მა და "ვილა რეზიდენსმა" ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა.

"არის ინვესტორი კომპანია, რომელმაც მოგვთხოვა კონკრეტული საბუთები. ამ საბუთების გაცნობა მიმდინარეობდა 4 თვე. ერთი თვის წინ ეს პროცესი მორჩა. ბოლო ერთი თვეა ველოდები ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ხვალვე რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კომპანიამ ხელშეკრულება, მოვაწეროთ ხელი. აქ ჩემი საქმე ფიზიკურად ამოწურულია და მეც ისეთივე მოლოდინის რეჟიმში ვარ, როგორც სხვები. ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე მხარე ასე ელოდება ამ ყველაფერს. ძალიან მინდა დღეს საღამოს მივიღო ეს ხელშეკრულება და ხვალვე მზად ვიყო ხელის მოსაწერად, მაგრამ რაც ჩემს ხელში არაა, იმას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ""მინდა დღეს საღამოს მივიღო, მაგრამ რაც ჩემს ხელში არ არის, იმას ფიზიკურად ვერ გავაკეთებ" - რას ელოდება გუკა რჩეულიშვილი?"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა