მთავრობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამას იწყებს

მთავრობა 1+4 პროგრამაში მონაწილე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პროგრამაში მონაწილე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ან კურსდამთავრებული ახალგაზრდები საჯარო უწყებებში გაივლიან სტაჟირებას.

“ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო ინტეგრაცია. საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე არის თანასწორი, თითოეული მოქალაქის შესაძლებლოები არის რეალიზებული. სახელმწიფოს პრიორიტეტია ასევე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პროგრამა დადგინდა და განისაზღვრა სპეციალური პროგრამის მონაწილეებისთვის. არსებობს 1+4 პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებს ამთავრებენ, სწავლობენ ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და შემდეგ სახელმწიფო ენაზე აგრძელებენ განათლების მიღებას. სწორედ 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის, ან დამამართავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ჩვენ ვხსნით საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების შესაძლებლობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, საპილოტე პროგრამა უკვე განხორციელდა წლის დასაწყისში, სადაც 65-მა ახალგაზრდამ სტაჟირება გაიარა 20 საჯარო უწყებაში და შედეგები იყო ძალიან პოზიტიური.

„დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამისთვის მიგვეცა სამართლებრივი ფორმა, აგვეღო ვალდებულება და ვფიქრობთ, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს