ენერგოომბუდსმენი- კომპანიების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების წილი მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ტარიფის დადგენის პროცესში

კომპანიების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციების წილი მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ტარიფის დადგენის პროცესში, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყლმომარაგრბის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიწოდების საიმედოობის გაზრდის კუთხითაც.

"ენერგოომბუდსმენის აპარატში წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან ბევრი საჩივარი, რომელიც ეხება მომსახურების ხარისხსს ყველა სექტორში. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყლმომარაგების მიმართულებით. შესაბამისად, ინვესტიციების განხორციელებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიწოდების საიმედოობის გაზრდის კუთხით. ამიტომაც ვინაიდან ინვესტიციების კომპონენტი შემდგომში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფის ოდენობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა ზუსტად იქნას ეს შეთანხმებული, დაანგარიშებული და ჩადებული საინვესტიციო გეგმაში. ჩვენ ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვახორციელებთ როგორც მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით და აქტიურად ვართ სატარიფო საქმიანობაში და ინვესტიციების შეთანხმების ნაწილში ჩართული. ინვესტიციების წილი მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ტარიფის დადგენის პროცესში. ვინაიდან ინვესტიცია არის მხოლოდ ერთი კომპონენტი ტარიფის კორექტირების დროს, ზემოქმედებს თუ არა ტარიფზე ისე, რომ ის გაზარდოს, სამწუხაროდ, პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვნახოთ რა დაემართება სხვა კომპონენტებსაც და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია გითხრათ ტარიფის კორექტირებისას, ტარიფი აიწევს თუ დაიწევს, "- განაცხადა ვარდიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ტარიფების დაანგრიშება 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.

"ტარიფის დადგენის, კორექტირების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა კომპონენტი. დღეს განიხილება საინვესტიციო კომპონენტი, თუმცა მხოლოდ სიანვესტიციო გეგმის შეთანხმება ვერ მოახდენს გავლენას ტარიფის კორექტირებაზე. ტარიფი დადგინდება მას შემდეგ, რაც მისი ყველა კომპონენტი დადგინდება და იქნება შესწავლილი. რაც შეეხება ლარის და დოლარის კურსს, ან ზოგადად, ვალუტუს კურსს, ამ დროისათვის ეს არანაირ კავშირში არ არის კორექტირების პროცესთან. ვინაიდან უკვე დათვლილია კურსი 2.5 ლარით და ეს კურსი იქნება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. თუ რადიკალურად არ შეიცვალა კურსი, ის ვერ იქნება განმსაზღვრელი კომპონენტი ტარიფის კორექტირებაში", - განაცხადა ვარდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა