ქეთევან ციხელაშვილი - პირადად ერთი მოადგილე მყავს და სხვა მინისტრები ფუნქციებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავენ მოადგილეების რაოდენობას

მე პირადად ერთი მოადგილე მყავს და სხვა სამინისტროები თავიანთი მასშტაბებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ მოადგილეების რაოდენობას, - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 19 სამინისტროში მინისტრების 88 მოადგილის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მედიის წარმომადგენლები ციხელაშვილისგან დაინტერესდნენ, არის თუ არა ამდენი მოადგილე საჭირო, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მათი სახელფასო ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.

“მე პირადად მყავს ერთი მოადგილე, სხვა სამინისტროები თავიანთი მასშტაბებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ მოადგილეების საჭიროებას და რაოდენობას. ზოგადად, მთავრობის მიდგომა და კურსი გახლავთ და მთავრობის უახლესი ცვლილებების პროექტიც ამას უკავშირდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გახდეს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო მცირე, სტრუქტურულად უფრო მორგებული საჭიროებებზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა