ირაკლი ბენდელიანი - თბილისის მერის ხუთი მოადგილის შტატი არსებობს, თუმცა დღეისთვის კახა კალაძე სამი მოადგილით არის წარმოდგენილი

თბილისის მერის ხუთი მოადგილის შტატი არსებობს, თუმცა დღეისთვის კახა კალაძე სამი მოადგილით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა მაღალჩინოსნების ხელფასებზე დიდი საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით.

ბენდელიანს კითხვით მიმართეს, რამდენად არის იმის აუცილებლობა, რომ თბილისის მერს ხუთი მოადგილე ჰყავდეს.

”ეს არ არის სწორი ინფორმაცია. დედაქალაქის მერის მაგალითზე რომ გითხრათ, ბატონ კახას ჰყავს სამი მოადგილე. ასევე თქვენ იცით, რომ მერიაში ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად ეს პროცესი რომ დასრულდება, გვეცოდინება, რამდენიმე ადამიანით იქნება განსაზღვრული დედაქალაქის მერია”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, ხუთი მოადგილის შტატი არსებობს, მაგრამ მთავარია რამდენი მოადგილე ჰყავს მერს.

”შტატი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აქ მთავარია, დღეს რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ შტატებით. შტატის გაუქმებაც, ახლის დამატებაც და გარდაქმნაც იმისთვის არის, რომ ოპტიმიზაცია განხორციელდეს. მე ვერ გეტყვით, დღეს ან ხვალ ან ორი წლის შემდეგ რა გამოწვევების წინაშე ვიქნებით და რამდენი მოადგილე იქნება საჭირო, თუმცა დღეს ბატონი კახა სამი მოადგილით არის წარმოდგენილი”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა