საკონსტიტუციო სასამართლო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს არსებითად განიხილავს.

დავის საგანია „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც თუ კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, მათი ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანება ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მხოლოდ მუსლიმ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც მსგავს მოთხოვნას არ უყენებს ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებებს, კერძოდ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შეიქმნა წარმომადგენლობით საბჭო, რომელიც უფლებამოსილია, თავისი აღმსარებლობის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან აწარმოოს ურთიერთობა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შიიტ და სუნიტ მუსლიმთა რელიგიურ შეხედულებებს შორისა არსებული პრინციპული უთანხმოების პირობებში, მათი იძულება, წარმომადგენლობითი საბჭოს ფარგლებში, ერთმანეთთან ითანამშრომლონ სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების საკითხზე, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს მათ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით და ამგვარად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა