"სიტროენ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - როდესაც პრემიერი ამბობს, მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს

როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს, - ამის შესახებ "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მიუხედავად ყველაფრისა, შარაშიძე ელოდება გამოძიების დასრულებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რატომ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ, რაზეც მან აღნიშნა, რომ "ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, სახელმწიფოსთვის იყო მისაღები".

"ეს და ყველა სხვა პროექტი შეჩერდა იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი უკანონო ქმედება და ვცდილობთ ახლა ზუსტად ამას, რომ ეს დავამტკიცოთ. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა შარაშიძემ.

კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა.

მისი განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას.

"ჩვენ გადავეცით პრემიერს სრული დოკუმენტაციის პაკეტი, რომ ის გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა