რუსთავის მე-17 ციხის გუშაგს, რომელიც მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

რუსთავის # მე-17 დაწესებულების გუშაგს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა. გუშაგი იმავე დღეს დააკავეს.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაშია რიგით ტ.ბ.-ს, რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს.

შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.

ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს