საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში დაუკანონდებათ.

„2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“